2013-06-05
სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის - „ადმინისტრაციული სამართალი“ პრეზენტაცია
![](/data/image_db_innova/jurnali2.jpg)
ადმინისტრაციული სამართლის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ჟურნალი შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ პირს – მეცნიერებს, პრაქტიკოსებს, მოსამართლეებს – სამეცნიერო სტატიების, კვლევების, კომენტარების, პრაქტიკის ანალიზის წარმოდგენით მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო დისკუსიებსა და მსჯელობებში. დისკუსიები თანამედროვე განვითარებული სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების პირობებში ადმინისტრაციული სამართლის განვითარებას, ადმინისტრაციული მართლმსაჯულების წინაშე მდგომ გამოწვევებს უკავშირდება. ჟურნალი ასევე ღიაა უცხოელი ავტორებისთვისაც, რომელთა სტატიები ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული სამართლის შედარებითსამართლებრივი კუთხით წარმოჩენას.
ჟურნალი წელიწადში ერთხელ პერიოდულობით გამოვა. ჟურნალი გამოიცემა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) უშუალო ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით და თსუ-სთან თანამშრომლობით. ჟურნალის სამეცნიერო რედაქტორია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების სრული პროფესორი მაია კოპალეიშვილი.
« იხ. ყველა სიახლე