2019-02-04

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თსუ პროფესორებს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან და უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ. შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გახსნა.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო, განათლების რეფორმის - "მეცნიერებას" ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები. წარმოადგინა ის ახალი პროექტები და ინიციატივები, რომლის განხორციელება იგეგმება 2019 წლისთვის.
Print

« იხ. ყველა სიახლე