ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-09-10

კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის სტუდენტთა ინგლისურენოვანი ეროვნული კონკურსი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი 8-9 სექტემბერს კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის სტუდენტთა ეროვნულ კონკურსს მართავს. კონკურსი სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (USAID/JILEP) თანამშრომლობით ტარდება.
კონკურსის მიზანია მედიაციის ინსტიტუტის შესახებ სტუდენტთა ინფორმირება, ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველყოფა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების პოპულარიზაცია.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტებიდან ეროვნულ კონკურსში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს, მათ შორის 3  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სახელით.
კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრე მონაწილე გუნდების წარმომადგენლებმა, უცხოელი პროფესორების კიმბერლი კოვაკისა და კეტრინ ბარნეტის ხელმძღვანელობით, მედიაციაში ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა გაიარეს, რომლის ფარგლებშიც მედიაციაში იურიდიული წარმომადგენლობის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე