2012-09-19

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გმობს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ასახულ შემზარავ ფაქტებს, რომელსაც სასჯელაღსრულების სისტემაში ჰქონდა ადგილი. ჩვენთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება. თსუ უერთდება საზოგადოების მოთხოვნას გამოკვლეულ იქნას ძალადობის თითოეული ფაქტი და დაისაჯოს თითოეული დამნაშავე და პასუხისმგებელი პირი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ  ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოში ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად.

Print

« იხ. ყველა სიახლე