2012-05-16
მიხაკო წერეთლის ”გილგამეშიანის” პრეზენტაცია
16 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხაკო წერეთლის თარგმანის „გილგამეშიანი“ პრეზენტაცია. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა (მირზა) დავითაია დაესწრებიან. მიხაკო წერეთლის „გილგამეშიანი“ თსუ გამომცემლობამ გამოსცა.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით: „გილგამეშიანი“ არის კაცობრიობის პირველი ეპოსი, რომელიც სულ ნათარგმნია 4 ენაზე, მათ შორის ქართულზე. ჩვენ ვართ ის ერი, რომელსაც თავის ენაზე შეუძლია წაიკითხოს ეს წიგნი. მიხარია, რომ პრეზენტაცია მიხაკო წერეთლის სამშობლოში გადმოსვენებას ემთხვევა.“
სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიამ აღნიშნა, რომ „გილგამეშიანის“ პრეზენტაცია დასაწყისია იმ ციკლისა, რომელიც გადაწყვეტილი გვაქვს რომ ჩატარდეს საქართველოში მიხაკო წერეთლის პოპულარიზაციისთვის.“
მიხაკო წერეთლის ”გილგამეშიანი” წარმოადგენს ”გილგამეშის ეპოსის” ერთ-ერთ უპირველეს თარგმანს მსოფლიოში. გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე თარგმნის შემდეგ ”გილგამეშის ეპოსი” ქართულ ენაზე ითარგმნა. მიხაკო წერეთლის მიერ თარგმნილი „გილგამეშიანი“ სტამბოლში (კონსტანტინოპოლში) 1924 წელს გამოიცა. მიხაკო წერეთელი თარგმანზე ემიგრაციაში ყოფნისას ბრიტანეთის მუზეუმში მუშაობდა და ძირითადად აშურბანიპალის ბიბლიოთეკის ასურულ ვერსიას ეყრდნობოდა. წერეთლისეული თარგმანი გამოცემისთანავე აიკრძალა საბჭოთა კავშირში და ის მიუწვდომელი დარჩა საქართველოსთვის. ქართველი მკითხველი მიხაკო წერეთლის ამ უნიკალურ თარგმანს პირველად გაეცნობა.
მიხაკო წერეთელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასირიოლოგიის კათედრა დააარსა. იმდროინდელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ასირიოლოგიის კათედრა მხოლოდ საქართველოში არსებობდა. საბჭოთა ხელისუფლებამ კათედრა მიხაკო წერეთლის საზღვარგარეთ ემიგრაციის შემდეგ დახურა. თსუ-ში ასირიოლოგიის კათედრის აღდგენა მხოლოდ 1991 წელს გრიგოლ გიორგაძემ მოახერხა.
დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მიხაკო წერეთლის ნეშტის საფრანგეთიდან, ლევილიდან საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილია სპეციალური კომისია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას ხელმძღვანელობით. კომისიის გადაწყვეტილებით მიხაკო წერეთელი ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება.

« იხ. ყველა სიახლე