2011-06-17
აგვისტოს მოვლენებზე გადაღებული პოლონური ფილმის პრემიერა თსუ–ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი პოლონელი კინოდოკუმენტალისტების დოროტა პეტრუსის და ბოგდარ ლეჩნარის ფილმის "სახლი" პრემიერა გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია თსუ–ში ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კავკასიის კვლევის ცენტრმა და ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი – ქართლოსი“. დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „სახლი“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განვითარებულ მოვლენებს ასახავს, სადაც ნაჩვენებია მოქალაქეების თვალით დანახული ომი. ფილმში არ ჩანს არც ტანკები,არც თვითმფრინავები,არც შეიარაღებული ძალები. „სახლში“ მოთხრობილია ამბავი იმ ხალხის შესახებ, რომლებაც იგრძნეს ომის საფრთხე,მოძებნეს თავშესაფარი მთებში _ ერთ–ერთ ოსურ ოჯახში. ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების ხალხი: რუსები,სომხები,ქართველები და ოსები. ისინი ომის უარყოფამ,შიშმა, აღშფოთებამ და საკუთარი სახლებიდან გადახიზვნამ გააერთიანა. ფილმს ფონად გასდევს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის საგალობელი „კირიელეისონ“. მთვარ როლში მანანა ცუცქირიძე–გროვენკი თამაშობს. პრემიერას ფილმის რეჟისორები და გადამღები ჯგუფის წევრები დაესწრნენ. თსუ–მდე ფილმის ჩვენება გორში შედგა, ხოლო დღეს, 20.00 საათზე „სახლის“ პრემიერა ბათუმში, პრესკაფეში გაიმართება .
« იხ. ყველა სიახლე