2011-02-11
მაქსიმილიან რაიზერს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
![](/data/image_db_innova/PR/IMG_4245.jpg)
„ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალის სტუმრობა ჩვენს უნივერსიტეტში ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით პროფესორ რაიზერს თსუ–ის საპატიო დოქტორის წოდება მივანიჭეთ, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მჭიდრო და აქტიური გახდება და პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხშირი სტუმარი იქნება“, – განაცხადა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
![](/data/image_db_innova/PR/IMG_4256.jpg)
“მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მომენიჭა. შეხვედრაზე, რომელსაც სტუდენტები ესწრებოდნენ, რადიოლოგიის მნიშვნელოვანი ასპექტების, პრაქტიკისა და გამოცდილების შესახებ ვისაუბრე, ვფიქრობ მათთვის საინტერესო და ახალი ინფორმაცია მიიღეს, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებისთვის“, – აღნიშნა პროფესორმა რაიზერმა.
« იხ. ყველა სიახლე