2015-06-29
"საქართველოს ეროვნული ვალუტის უსაფრთხოების პრობლემა და თანამედროვე გამოწვევები"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის "საქართველოს ეროვნული ვალუტის უსაფრთხოების პრობლემა და თანამედროვე გამოწვევები" ("Security Problems & Modern Challenges of the Georgian National Currency") პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ეროვნული ბანკის, თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ. წიგნის ავტორები არიან თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დამფუძნებლები ოთარ ანგურიძე, ირაკლი დოღონაძე და ვახტანგ ჭარაია.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ ნახევარ წელზე მეტია რაც აქტიურად განიხილება საქართველოში საკითხი, რომელიც უკავშირდება მთავრობას და ეროვნულ ბანკს. აღნიშნულ საკითხზე ჩვენს უნივერსიტეტში მომზადდა საკმაოდ საინტერესო მასალა. ჩვენი ახალგაზრდა დოქტორანტების, პროფესიონალების ერთადერთი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ სიტუაციაში, თუ რა მოხდა ქართულ სავალუტო ბაზარზე და როგორ შეიძლება მომავალში ავიცილოთ მსგავსი პრობლემები. იმედია, რომ პოლიტიკური ელიტისთვის ეს პუბლიკაცია სავსებით მისაღები იქნება, რადგან დოკუმენტი რომელიც წარმოვადგინეთ თავისი ბუნებით აპოლიტიკურია“.
„ეროვნული ვალუტის უსაფრთხოების საკითხი ძალზედ აქტუალურია ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში. სწორედ ამ საკითხებს შეეხება ჩვენი ნაშრომის თემატიკაც და აქედან გამომდინარე ის მნიშვნელოვანია. პუბლიკაცია შესრულებულია სამეცნიერო საფუძვლებზე დაყრდნობით, მასში არის რეკომენდაციები ეროვნული ბანკის მიმართ. ვფიქრობთ, ნაშრომი საინტერესო იქნება როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე საკითხით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა, თსუ დოქტორანტმა ვახტანგ ჭარაიამ.
„დღევანდელ პირობებში ძალიან აქტუალურია მსგავსი ნაშრომების პუბლიკაცია. აქტიურად ვადევნებ თვალ-ყურს ამ ახალგაზრდების მოღვაწეობას, მათ პოზიციებს, რომლებიც საკმაოდ საღი და შექმნილი ვითარების ადეკვატურია. ეს ნაშრომი ყურადსაღებია დღეს არსებული პრობლემის გადაწყვეტისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის საქართველოში აზიმ სადიკოვის თქმით, „ასეთი სახის განხილვები მნიშვნელოვანია ეკონომიკური ანალიზისა და აზრის ჩამოყალიბებისთვის“.
გამოცემის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
წიგნი ეძღვნება საქართველოს ეროვნული ვალუტის უსაფრთხოების საკითხებს; განხილულია უკანასკნელ პერიოდში ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ზემოქმედი ადგილობრივი (საქართველოს მთავრობის, ეროვნული და კომერციული ბანკების ქმედებები) და საგარეო ფაქტორები (ფულადი გზავნილების, რუსეთ-უკრაინის კრიზისი, ნავთობის ფასების გავლენა, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და სხვა). ნაშრომში აგრეთვე მოცემულია მდგომარეობის დაძლევის მოკლევადიანი და გრძელვადიანი რეცეპტები, როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე სამთავრობო ორგანოებისთვისაც.
ნაშრომი შესრულებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

« იხ. ყველა სიახლე