2014-05-05

თსუ-ს დელეგაციის ვიზიტი ირანში

28 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში  იმყოფებოდა. თსუ წარმომადგენლები სპარსული ენისა და ლიტერატურის აკადემიას, თეირანის უნივერსიტეტსა და ისლამური ენციკლოპედიის ფონდს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში თეირანის უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  „თეირანის უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრაზე გაფორმდა ერთობლივი ხელშეკრულება თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამების არსებობის შესაძლებლობას ქმნის, რათა ჩვენმა სტდენტებმა შეძლონ ირანში განათლების მიღება  და დაინტერესებულმა სტუდენტებმა თეირანის უნივერსიტეტიდან ისწავლონ ჩვენს უნივერსიტეტში.  ამავდროულად, შესაძლებელია,  ერთობლივი კვლევების ჩატარება, მათ შორის იმ წყროებზე, რომელიც საინტერესოა როგორც ქართველი მკვლევრებისთვის ირანში, ასევე ირანელი მკვლევრებისთვის საქართველოში“,- აღნიშნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

Print

« იხ. ყველა სიახლე