2014-04-24
სტუდენტური ფორუმი
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „გრძელდება ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ფორუმი. დღეს სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინეს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა. სამეცნიერო ფორუმი ყოველწლიურად ჩატარდება. უნივერსიტეტი სამეცნიერო წარმატებისთვის სტუდენტებს მისცემს პრემიებს.“
„ჩემი თემა არის დამუშავებული საკორპორაციო სამართლის მიმართულებით. კერძოდ, დივიდენდების გაუცემლობა, როგორც მცირე აქციონერის ქონებრივი უფლების შეზღუდვა. მიხარია და მადლიერებას გამოვხატავ უნივერსიტეტის მიმართ იმისათვის, რომ ჩემი ნაშრომის აკადემიური ღირებულება დადებითად შეაფასეს,“- განაცხადა თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტმა ანა თოხაძემ.
„ფორუმზე წარმოდგენილი ჩემი მოხსენების სათაურია „ექვსგანზომილებიანი მემბრანული სამყარო.“ ეს იყო ექსპერიმენტი და ამ თემაზე დღესაც ვმუშაობ. ამ თემაზე რამდენიმე სტატია უკვე დავბეჭდე იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში,“- აღნიშნა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმარტულების ბაკალავრიატის სტუდენტმა ოთარ სახელაშვილმა.
„ჩვენი მოხსენების თემაა „სტიგმის უარყოფითი გავლენა აკადემიურ მიღწევებზე ეთნიკურ უმცირესობებში“. უნივერსიტეტში გავდიოდით კურსს სტიგმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებენ უარყოფითი სტერეოტიპები ეთნიკურ უმცირესობებზე. დავინტერესდით, რამდენად მოქმედებს ეს ქართულ რეალობაში; გადაგვემოწმებინა ის კვლევები, რომელიც უცხოეთში ჩატარდა. საინტერესო შედეგები მივიღეთ. მიხარია, რომ ჩვენი ნაშრომი ფაკულტეტის საბჭომაც მოიწონა,“- აღნიშნა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტმა თამარ ჩხეიძემ.
ფორუმზე ფაკულტეტების საბჭოების მიერ შერჩეული საუკეთესო მოხსენებები წაიკითხეს მათი ავტორებმა-თსუ სტუდენტებმა. თითო ფაკულტეტიდან წარმოდგენილი იყო სამივე საფეხურის სტუდენტთა თითო-თითო ნაშრომი. ფორუმში მონაწილე მოხსენების ავტორებს გადაეცათ სერთიფიკატი და წამახალისებელი თანხა: ბაკალავრებისთვის - 500 ლარის, მაგისტრანტებითვის - 1000 ლარის ოდენობით.
სტუდენტური ფორუმი 25 აპრილს დასრულდება. ამ დღეს სამეცნიერო ნაშრომებს თსუ დოქტორანტურის სტუდენტები წარმოადგენენ.

« იხ. ყველა სიახლე