ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა - "აფხაზეთი, მეხსიერება და ტრავმული ისტორიის რეპრეზენტაციის ფორმები", რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ისტორიკოსები, ანთროპოლოგები, ფსიქოლოგები, კულტურისა და ლიტერატურის მკვლევრები.
ღონისძიებაზე ფილოლოგიის დოქტორმა,
თეა კალანდიამ წარმოადგინა წიგნი „14 გიგაბაიტი“, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი 12 ხელოვნის მეხსიერების ბარათებისგან შედგება. წიგნი უახლესი ისტორიული გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს და გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ვაქციოთ ტრამვული გამოცდილება შემოქმედებად. ავტორის განმარტებით, „წიგნი არ ეხება არც ომსა და არც მშვიდობას, ამბავია მათზე, ვინც წყენა ხელოვნებად აქცია. წიგნის სახელი „14 გიგაბაიტი“ სიმბოლურია.
„რატომ „14 გიგაბაიტი“? აფხაზეთის ომი
მიდიოდა 13 თვე და 13 დღე. მინდოდა, რომ ეს საკრალური 13 აღარ
განმეორებულიყო, იმიტომაც არის მეთოთხმეტე და ეს მეთოთხმეტე არის თომა
პაპასკირი. ბოლო თავს ჰქვია ხვალ - 13 წლის ბიჭი, რომელსაც არ უნახავს,
მაგრამ წერს სოხუმზე, ოცნებობს მეზღვაურობაზე და ხატავს,“ - აღნიშნა თეა კალანდიამ.