2010-07-02

სამეცნიერო ბიბლიოთეკის ვებგვერდის პრეზენტაცია თსუ-ში

2 ივლისს, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს ბიბლიოთეკის ვებგვერდის პრეზენტაცია მოუწყო. "ვებგვერდი, რომლის მისამართია www.sciencelib.ge  სულ რაღაც ერთი თვის წინ შეიქმნა. მისი მიზანია ეროვნული მნიშვნელობის სამეცნიერო და საგანმანათლებლო საინფორმაციო რესურსის შექმნა. სამეცნიერო ბიბლიოთეკის ვებგვერდით სარგებლობა შეუძლიათ მეცნიერებს, მკვლევარებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას. ვებსაიტი მომხმარებელს საკუთარი სოციალური ქსელის სერვისსაც სთავაზობს"_ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზენტაციამ თსუ-ის თანამშრომლების დიდი ინტერესი გამოიწვია. უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ხუბუას თქმით, "თსუ-ის აკადემიური პერსონალი და სტუდენტობა აუცილებლად დაინტერესდება სამეცნიერო ბიბლიოთეკის ვებგვერდის ელექტრონული საძიებო სისტემით. ვეცდებით, ჩვენც დავნერგოთ მსგავსი სისტემა  და სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან შემდგომი თანამშრომლობის გზები დავსახოთ."

Print

« იხ. ყველა სიახლე