2010-03-01
აკაკი შანიძის “ხევსურული პოეზიის” ახალი გამოცემა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული, აკაკი შანიძის
“ხევსურული პოეზიის” მეორე გამოცემაზე მუშაობა დაასრულა. ქართველი მეცნიერის დაბადებიდან 123 წლის იუბილეს აღსანიშნავად სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი გამომცემის პრეზენტაცია გაიმართა.
ლიტერატურათმცოდნეობითი და ლინგვისტური კვლევის კლასიკური ნიმუში ასახავს მეცნიერის ხანგრძლივი და ფუნდამენტური მოღვაწეობის შედეგად შეგროვებულ მასალას. წიგნი სამი ნაწილისგან შედგება: საგმირო, სატრფიალო და სხვადასხვა ჟანრის პოეტური ქმნილებანი.
აკაკი შანიძის "ხევსურული პოეზია" პირველად 1931 წელს დაიბეჭდა. ამ წიგნის ხელმეორე გამოცემის აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნამუშევარი დაკარგული აღმოჩნდა. ახალ გამოცემას თან ერთვის წიგნის სამეცნიერო რედაქტორის მზექალა შანიძის შენიშვნები, რომლებიც აკაკი შანიძის სამუშაო ეგზემპლარში ავტორის მიერ არის მიწერილი. “ხევსურული პოეზიის” წინასიტყვაობაში ავტორი აღნიშნავს: “განვიზრახე, რომ თავი მომეყარა პირველად მთელი მასალისათვის, რომელიც საქართველოს ერთ კუთხეს შეეხება - მთას. შემევსო ძველი ფონდი ჩემ და სხვათა მიერ ახალ-ჩანაწერი ნიმუშებით, დამერთო სათანადო ახსნა-განმარტებანი და ლექსიკონი და ამგვარად შემოწმებულ-გაცხრილული, გამართული და დალაგებული მიმეწოდებინა მკითხველისათვის, როგორც სანდო მასალა და ამით საფუძველი დამედო ხალხური პოეზიის მეცნიერული გამოცემისათვის და გზა გამეკაფა ფართო და სერიოზული ფოლკლორისტული კვლევა-ძიებისათვის ჩვენში”.
გამომცემელთა გადაწყვეტილებით შეცვლილია წიგნის ვიზუალური მხარე, აკაკი შანიძისეული გამოცემა მკითხველის წინაშე თანამედროვე იერ-სახით წარსდგება.
ახალი გამოცემის პრეზენტაციასთან ერთად სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძის მოღვაწეობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა სიახლე