2015-10-21

ბრიტანელი მეცნიერის ანდრია ლაუთის ვიზიტი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიდი ბრიტანეთის აკადემიის წევრს, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, დარემის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, მამა ანდრია (ენდრიუ) ლაუთს უმასპინძლა.  
შეხვედრაზე თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ პროფესორი ანდრია (ენდრიუ) ლაუთი მაქსიმე აღმსარებლის შრომების შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თსუ მედლით დააჯილდოვა.
„საქართველოში წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ტარდება. ძალიან ბევრი ცნობილი მეცნიერი არის ჩამოსული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიან, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის აკადემიის წევრი, პროფესორი ანდრია ლაუთი. ჩვენ დღეს იგი მოვიწვიეთ უნივერსიტეტში, რომ წაიკითხოს საჯარო ლექცია და ამით საფუძველი ჩაეყაროს მასთან მომავალ თანამშრომლობას“,-განცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„საქართველოში უკვე მესამედ ჩამოვედი, ამჟამად წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიმყოფები. უნივერსიტეში კი წავიკითხავ ლექციას მართლმადიდებელთა იდენტობაზე თანამედროვე მსოფლიოში“-აღნიშნა პროფესორმა ანდრია (ენდრიუ) ლაუთმა.
პროფესორი ანდრია ლაუთი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია ადრეული პატრისტიკისა და ბიზანტიური თეოლოგიის თემებზე. წარსულში ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ლექციებს კითხულობდა ლონდონის გოლდსმითის კოლეჯში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. ამჯერად ის მიწვეული პროფესორია ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში.  აგრეთვე არის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სუროჟის ეპარქიის დეკანოზი.




Print

« იხ. ყველა სიახლე