2014-07-05
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET-აისეტი) კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. მაგისტრებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ, მოწვეულმა სტუმრებმა.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტისთვის ინტერნაციონალიზაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ამისთვის გვჭირდება რაც შეიძლება მეტი უცხოენოვანი პროგრამები. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სკოლა აისეტი, რომელიც ეკონომიკური განათლების კუთხით ლიდერია მთელ რეგიონში. აისეტში სტუდენტები მაგისტრატურაში უცხოენოვან განათლებას იღებენ. ამ სკოლაში წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ ლექციებს. ჩვენ გვსურს, რომ ეს სკოლა კიდევ უფრო გაძლიერდეს.“
„განათლება არა პოსტულატების დონეზე, არამედ გათვითცნობიერებული არჩევანი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება არის ერთადერთი გამოსავალი ყველა იმ პრობლემიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ სამოქალაქო თვითშეგნების თვალსაზრისით. აისეტი ნამდვილად არის ეკონომიკური პროფილის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოსა და რეგიონში, ეროვნული ბანკი კი აისეტის კურსდამთავრებულების მთავარი დამსაქმებელია. თუ ამ სკოლაში განათლების არსებული დონე შენარჩუნდება, ეროვნული ბანკი კვლავ განაგრძობს აისეტთან თანამშრომლობას,“- აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მაგისტრატურის დამთავრება მიულოცა კურსდამთავრებულებს და აღნიშნა, რომ „რეალურად ჩვენს რეგიონში ყველაზე კარგი ეკონომიკური სკოლაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, სადაც სწავლობენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ სტუდენტები მეზობელი ქვეყნებიდან. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ ამ წარმატებულ სტუდენტებს შორის ის სტუდენტებიც არიან, რომელთაც მე ვასწავლიდი ბაკალვრიატის საფეხურზე.“
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საუკეთესო მაგისტრანტს ხატია ბარბაქაძეს Valedictorian-ის (ვალედიქტორიანის) სერტიფიკატი გადასცა. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ბედნიერი დღეა ჩვენთვის, რადგან ორწლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ დავამთავრეთ აისეტი; მომენიჭა ვალედიქტორიანის ტიტული, რაც ნიშნავს კლასში ნომერ პირველს. დარწმუნებული ვარ, რომ აისეტის წლევანდელი კურსდამთავრებულები, წინამორბედების მსგავსად, მოახერხებენ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას,“-აღნიშნა ხატია ბარბაქაძემ.
„ძალიან კარგია, რომ უნივერსიტეტში არის სკოლა აისეტი, რომელიც თავისი პროგრამებით, შეფასების სისტემით აბსოლუტურ შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო კრიტერიუმთან. ამ სკოლის კურსდამთავრებულები არიან აბსოლუტურად კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მინდა მივულოცო ეს დღე კურსდამთავრებულებს და მთლიანად აისეტს,“-განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
აისეტში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მაგისტრის წოდება 37 სტუდენტს მიენიჭა. მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრანტები Summa cum laude (სუმა კუმ ლაუდე) და Cum laude (კუმ ლაუდე) დიპლომებით დაჯილდოვდნენ, სპეციალური სერტიფიკატები საუკეთესო თეზისების ავტორმა სტუდენტებმა მიიღეს. ISET-ის 2014 წლის კლასის ლიდერს ზურაბ ჟვანიას სახელობის პრიზი გადაეცა, ხოლო საუკეთესო მოსწრების რამდენიმე სტუდენტი განსაკუთრებული საჩუქრებით დააჯილდოვა საქართველოს ეროვნული ბანკმა.
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ISET-ის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა ნიუ იორკის, სტენფორდის, ჩიკაგოს, პენსილვანიისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების დოქტორანტურაში განაგრძონ. მიღებული გამოცდილების და ცოდნის შედეგად, კურსდამთავრებულები სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წამყვან თანამდებობებზე დასაქმდებიან. ISET-ს კურსდამთავრებულთა დასაქმების ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

« იხ. ყველა სიახლე