2020-06-21

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი აირჩია.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა 19 ივნისს, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა, ხოლო კენჭისყრის პროცედურა თსუ-ს მიერ შემუშავებული ხმის მიცემის ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჩატარდა.

არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა. პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე 31 ხმით, 2020  წლის 19  ივნისიდან  4  წლის ვადით აირჩიეს.




Print

« იხ. ყველა სიახლე