ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაასრულა 2011 წლის პირველი არქეოლოგიური სამუშაოები გორის მიმდებარე ტერიტორიაზე. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობდა, ძველი წელთაღრიცხვის XIII-XII საუკუნეების სამარხები და ნამოსახლარების გათხრითი სამუშაოები აწარმოაა. მოპოვებული მასალა ამჟამად ლაბორატორიულ დამუშავებას და შესწავლას გადის. აღნიშნული არქეოლოგიური სამუშაოები საქართველოს საგზაო დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა.