2011-06-13
13 ივნისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას
,
საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე 2010 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, საარჩევნო სამართალში განხორციელებული სასწავლო კურსი შეჯამდა. სწავლებაში 14 უმაღლესი სასწავლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა ორ ეტაპად მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, ცესკოში შეიქმნა ე.წ. „იურიდიული კლინიკა“, სადაც პირველი ნაკადის სტუდენტებმა პრაქტიკული სწავლების კურსი გაიარეს. მიღებული ცოდნის საფუძველზე ტრენინგის ბოლოს ახალგაზრდებმა იმიტირებული არჩევნებიც მოაწყვეს. კურსის დასასრულს სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ. მემორანდუმის მიხედვით საარჩევნო ადმინისტრაცია უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამის მესამე ეტაპს იწყებს, რომელშიც ამჯერად უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
« იხ. ყველა სიახლე