ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე აირჩიეს.
საარჩევნო კომისიის თავჯდომარის ვასილ გონაშვილის ინფორმაციით 1311 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 967 ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა 54,3%-მა (526 ხმა) მხარი დაუჭირა დარეჯან თვალთვაძეს, ლევან გორდეზიანმა მიიღო ხმათა 24,4% (236 ხმა), ცირა ბარამიძემ 11% (107 ხმა), გიორგი ანდრიაძემ 4%(39 ხმა). 59 ბიულეტენი საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო.
საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი