ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-12-24

გია დვალის საჯარო ლექცია - "მეცნიერული აზრის მნიშვნელობა სამყაროს თავისუფალი შემეცნებისთვის"

24 დეკემბერს ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროფესორმა გია დვალმა  საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: "მეცნიერული აზრის მნიშვნელობა სამყაროს თავისუფალი შემეცნებისთვის".
„დღევანდელ საჯარო ლექციას ორი მიზანი ჰქონდა: თანამედროვე სამეცნიერო იდეების პოპულარიაზაცია და საზოგადოების ფოკუსირება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია მეცნიერება საერთოდ განვითარებისთვის. კაცობრიობის ისტორია ცოდნის შეძენის ისტორიაა. სინათლესა და სიბნელეს შორის ბრძოლის ისტორია. კაცობრიობა ცდილობს,  სინათლისა და სიბნელის საზღვრები გადაწიოს და უფრო მეტი არეალი მოაქციოს ცოდნის გზაზე “,  - აღნიშნა გია დვალმა.
თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გია დვალის საჯარო ლექციისადმი სტუდენტების და საერთოდ, საზოგადოების დიდ ინტერესზე გაამახვილა ყურადღება: „გია დვალი თსუ-ს კურსდამთავრებულია და მსოფლიო მეცნიერების ავანგარდშია. ის საქართველოში ჩამოსვლისას  ყოველთვის მართავს საჯარო ლექციებს თსუ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ამ ლექციამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.“
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტთა თხოვნით, პროფესორი გია დვალი კიდევ რამდენიმე საჯარო ლექციიის წაკითხვას დათანხმდა.

Print

« იხ. ყველა სიახლე