2010-08-04

საინფორმაციო შეხვედრა თსუ–ში

4 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით  საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებულ მხარეებს (სკოლების დირექტორებსა და პროფესიული განვითარების საუნივერსიტეტო პროგრამების ხელმძღვანელებს)  სკოლის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების საუნივერსიტეტო პროგრამების შემდგომი დახვეწის მიზნითსაკუთარი მოსაზრებები და სურვილები გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის.  უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა შეხვედრაზე მოწვეულებს კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით დახმარება შესთავაზა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ცენტრი სექტემბრიდან აქტიურად მიაწვდის ინფორმაციას თსუ–ში არსებული პროგრამების შესახებ. ამავე დროს, საჯარო  სკოლებში სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით, ცენტრმა თსუ–ის  ბაზაზე არსებული სხვადასხვა მიმართულების მუზეუმების, ლაბორატორიებისა და სხვა თვალსაჩინოებების გამოყენება შესთავაზა.
შეხვედრაზე მხარეებმა  ურთიერთთანამშრომლობის სხვა სფეროებზეც ისაუბრეს და  სამომავლოდ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
Print

« იხ. ყველა სიახლე