2017-02-21
თსუ-ს გუნდმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული რაუნდი მოიგო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს. თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა
გიორგი ნაკაშიძემ,
გიორგი ბაიძემ,
მარიამ ბეჟანიშვილმა და
დავით ჯავახიშვილმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესების ეროვნულ რაუნდში გაიმარჯვეს. თსუ გუნდის მწვრთვნელი იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასისტენტი საბა ფიფიაა.
ეროვნულ რაუნდში გამარჯვებული თსუ-ს გუნდი მონაწილეობას მიიღებს იმიტირებული პროცესების საერთაშორისო რაუნდში, რომელიც 2017 წლის 14-19 მაისს ქ. ჰააგაში (ნიდერლანდებში) გაიმართება.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესების ეროვნული რაუნდი წელს პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდა სამი გუნდი საქართველოს სამი უნივერსიტეტიდან. ღონისძიება ჩატარდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით.
სტუდენტებს კომპეტენტური ჟიურის წინაშე მოუწიათ საერთაშორისო სისხლის სასამართლოს პროკურორის, დაცვის მხარისა და მსხვერპლთა წარმომადგენელის როლის მორგება. სადავო თემები ეხებოდა საერთაშორისო სამართლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა მთავრობის ლეგიტიმაცია, გენოციდი და არასრულწლოვანი მეომრები.

« იხ. ყველა სიახლე