ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-04

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და თბილისის „ლოკომოტივს“ შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ბახვა კვირიკაშვილმა და „ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა მოაწერეს.

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის ბახვა კვირიკაშვილის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივი“ აქტიურად ჩაერთვება თსუ სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ტურნირში „ლიგა თსუ“.  "ეს არის ძალიან კარგი წამოწყება. დარწმუნებული ვარ, სპორტული კლუბისა და სტუდენტური თვითმმართველობის თანამშრომლობა გაგრძელდება და შემდგომ პერიოდში უფრო ღრმა და ხანგრძლივ თანამშრომლობა გვექნება. საფეხბულთო კლუბ „ლოკომოტივთან“ ერთად ძალიან ბერ და კარგ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს სტუდენტებს „ლიგა თსუ“-ს მასშტაბით და არა მარტო“, - აღნიშნა ბახვა კვირიკაშვილმა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ჩვენი კლუბისთვის მნიშვნელოვანია, რადგან „ლოკომოტივის“ სამიზნე აუდიტორია სტუდენტები და ახალგაზრდები არიან. გვინდა, ერთიანი ძალებით, სტუდენტებში ჯასაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. ჩვენ მზად ვართ, ამ თანამშრომლობის ფარგლებში დავუდგეთ „ლიგა თსუ-ს“ გვერდში და ამავდროულად, მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში“,- განაცხადა „ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა.

მემორანდუმი საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივისა“ და თსუ სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლობას ითვალისწინებს. მხარეების შეთანხმების საფუძველზე, "ლოკომოტივი" პერიოდულად სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობებს დაგეგმავს, რომელშიც მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ. თანამშრომლობა დაინტერესებული სტუდენტების „ლოკომოტივში“ გადამზადებასა და მათთვის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.



Print

« იხ. ყველა სიახლე