2016-09-30
თსუ სენატმა კანცლერი დაამტკიცა
![](/data/image_db_innova/PR/14456838_10207930377760557_328536229_o.0bovyTVddu.jpg)
წარმომადგენლობითი საბჭოს 72 წევრიდან კენჭისყრაში 62-მა მიიღო მონაწილეობა. ნუნუ ოვსიანიკოვას კანდიდატურას კანცლერად დამტკიცებას მხარი დაუჭირა 53-მა წევრმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ერთმა, ხოლო 8 ბიულეტენი გაბათილდა. (იხილეთ შემაჯამებელი ოქმი)
30 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ კანცლერობის კანდიდატი შეარჩია. აკადემიური საბჭოს 36 წევრიდან კანდიდატებთან (ვახტანგ დათაშვილი, ნუნუ ოვსიანიკოვა, ალექსანდრე ჩხიტაური, შალვა ჯულაყიძე) გასაუბრებას 32 წევრი ესწრებოდა. გასაუბრების შედეგად აკადემიურმა საბჭომ ერთხმად შეარჩია ნუნუ ოვსიანიკოვას კანდიდატურა.
« იხ. ყველა სიახლე