2009-10-08
ნატო-ს წარმომადგენლების შეხვედრა
თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან
საქართველოში ნატო-ს დღეების ფარგლებში 8 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ალიანსის საერთაშორისო ექსპერტი დევიდ ჯონსონი ეწვია. ნატო-ს პოლიტიკისა და სტრატეგიის სამმართველოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექცია გამართეს, რომელზეც ალიანსის განვითარების ახალ სტარატეგიაზე და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრეს. სტუდენტების წინაშე ნატო-ს თემაზე მოხსენებით სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელ კაკაჩიაც წარსდგა.
მსგავის ღონისძიების გამართვას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ყოველთვის დადებითად ხვდება. “სიმბოლურია, რომ ნატოს დღეების ფარგლებში ალიანსის წარმომადგენლები სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. ახალ თაობას სურს ცხოვრება მშვიდობიან და დემოკრატიულ სახელწმიფოში, ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით, ამ ბრძოლაში ჩვენ არ ვართ მარტონი და ალიანსის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ. “შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნატო არის საქართველოს მომავალი, მსურს განვაცხადო, რომ მომავალი დღეს თქვენი სახით აქ არის. ალიანსისთვის ეს პარტიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩვენი მიზანია ყველა სახის ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ თქვენ მოგაწოდოთ”,– დასძინა დევიდ ჯონსონმა.
ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული კვირეული საქართველოში 5 ოქტომბერს გაიხსნა და 10 ოქტომბრამდე გასტანს.
« იხ. ყველა სიახლე