ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-05-24

ჟენევის მოლაპარაკებების გამოწვევები

24 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში  საჯარო პანელი გაიმართა. თსუ სტუდენტებს ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობებზე, მიღწეულ შეთანხმებებზე, ხელისშემშლელ პირობებზე მოლაპარაკების უშუალო მონაწილეები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ესაუბრნენ.
 ღონისძიების ორგანიზატორმა - თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა მსგავსი შეხვედრების მოწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა: „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები პირველწყაროდან იღებენ ინფორმაციას მოლაპარაკებათა მიმდინარეობისა და შედეგების  შესახებ.“
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, რომ ქართულ დიპლომატიას ურთიერთობა ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით სტუდენტობასთან; გააცნოს მათ მიმდინარე პროცესები, მოისმინოს მათი კითხვები და მიიღოს პასუხები.“
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

Print

« იხ. ყველა სიახლე