ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-16

პროფესორ გერი სიმფსონის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მელბურნის უნივერსიტეტის  საერთაშორისო სამართლის კენეტ ბეილის კათედრის ხელმძღვანელისა და ლონდონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლის (LSE) საერთაშორისო სამართლის მოწვეული პროფესორის გერი სიმფსონის პირველი ლექცია, ლექციათა ციკლიდან საერთაშორისო სამართალში ინგლისურ ენაზე ჩატარდა 16 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა
ლექციას საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, სამთავრობო და არასამთავრობო წრეების წარმომადგენლებთან ერთად. ლექციამ მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც აქტიურ დისკუსიაში გამოიხატა.
ლექციათა ციკლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება 19 ივნისის ჩათვლით. ლექციები 18:00 საათზე თსუ I კორპუსის 107-ე აუდიტორიაში გაიმართება.

Print

« იხ. ყველა სიახლე