2013-03-12

გრიგოლ კიკნაძისა და გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემიებით დაჯილდოება

12 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA) გრიგოლ კიკნაძისა და გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემიებით 2012 წლის ნომინანტები დააჯილდოვა.
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულმა ასოციაციამ  და თსუ-მ საქართველოს  უნივერსიტეტებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სხვა დაწესებულებებში მომუშავე  მეცნიერებს ლიტერატურისმცოდნეობის სფეროში თვალსაჩინო ნაშრომისათვის და ამავე დარგში შესრულებული საუკეთესო სამეცნიერო თარგმანისათვის პროფესორ გრიგოლ კიკნაძისა და პროფესორ გივი გაჩეჩილაძის  სახელობის სამეცნიერო პრემიები მიანიჭა. პრემია ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა.
„გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემია“ გაიცა ორ ნომინაციაში: სამეცნიერო მონოგრაფია და სამეცნიერო სტატია, რომელიც მაია ჯალიაშვილმა და ირმა რატიანმა მიიღეს.   „გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემია“  ასევე ორ ნომინაციაში გაიცა:  სამეცნიერო თარგმანი  ქართულიდან უცხო ენაზე და სამეცნიერო თარგმანი უცხო ენიდან ქართულ ენაზე, რომელიც ლევან ბრეგაძემ და ირინა მოდებაძემ მიიღეს.  
წელს სპეციალური პრემია, კონკურსის გარეშე, გაიცა ლიტერატურისმცოდნეობითი თარგმანის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, რომელიც ბაჩანა ბრეგვაძეს გადაეცა.

Print

« იხ. ყველა სიახლე