2011-01-28
თსუ–ის საბავშვო უნივერსიტეტის გასვლითი ღონისძიება წეროვანში
თსუ–ს საბავშვო უნივერსიტეტმა გასვლითი ლექციების ციკლი დაიწყო. 28 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წეროვანში მდებარე ახალი დასახლების №3 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებისთვის ლექციები გამართეს. პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა წაიკითხა ლექცია თემაზე – „ქართველები და მათი ძველი კულტურა“, ხოლო პროფესორმა რამაზ ლომსაძემ ჩვენს გარშემო მიმდინარე ფიზიკურ პროცესებსა და ელექტრომაგნიტურ ტალღებზე ისაუბრა.
ღონისძიებას თსუ–ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე ანდრო ჭულუხაძე დაესწრნენ.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა მისასალმებელია. მოზარდებს ექნებათ შესაძლებლობა უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევებისა და სამეცნიერო მუშაობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია, უფრო მეტი შეიტყონ ცოდნის ტაძრის შესახებ, რომელიც მომავალში შეიძლება მათი ალმა მატერი გახდეს“, – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.
პროფესორების გასვლითი ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორეტაპიანი პროექტია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პირველ ეტაპზე თსუ–ს პროფესორ–მასწავლებლები იძულებით გადაადგილებულ პირთა 8 კომპაქტურ დასახლებას ეწვევიან და სკოლის ასაკის მოზარდებს სხვადასხვა თემებზე ლექციებს ჩაუტარებენ, ხოლო პროექტის მეორე ეტაპი კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ექსკურიას, მისი ისტორიისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების გაცნობას გულისხმობს.
„მსგავსი პროექტი საშუალებას აძლევს ჩვენს მომავალ სტუდენტებს უკეთ გაიცნონ უნივერსიტეტი, გაიგონ უფრო მეტი მისი ისტორიისა და უახლესი გეგმების შესახებ, რათა უფრო ადვილად გააკეთონ სწორი არჩევანი“, – აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
პროექტი „საბავშვო უნივერსიტეტი“ თსუ–ს ბაზაზე უკვე მესამე წელია ხორციელდება. პროექტის მიზანია სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის, სასწავლო და კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მომავალი სტუდენტებისათვის საუნივერსიტეტო პოტენციალის გაცნობა, მოსწავლეების დაინტერესება ფუნდამენტური მეცნიერებებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, ასევე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოისმენენ თსუ პროფესორ-მასწავლებელთა პოპულარულ ლექციებს ისტორიის, გეოგრაფიის, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ეკონომიკის, მედიცინის, ჰუმანიტარულ და სხვა მეცნიერებებში.

« იხ. ყველა სიახლე