ბეჭდვა |/ დახურვა
 
2009-05-19

ახალგაზრდული გაზეთის "თსუ თაიმსის” პრეზენტაცია

ახალგაზრდული გაზეთის `თსუ თაიმსის” ინიციატივით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში, გაზეთ სტუდენტური საზოგადოებისა და ცნობილი ექსპერტების მრგვალი მაგიდა გაიმართა. თემა გახლდათ: `ქართველი ახალგაზრდების როლი კონფლიქტების მოგვარების საქმეში.” ამასთანავე, შედგა `თსუ თაიმსის” სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოში არსებული კონფლიქტების ისტორიას, ანალიზს, სამომავლო პერსპექტივებისა და მათ მოგვარებაში ახალგაზრდულ ხედვას.
გაზეთში გაშუქებულია ისტორიული რუსეთის მიმოხილვა, სტუდენტური აზრი, ადამიანური ისტორიები, ინტერვიუები: ისტორიკოს ვახტან გურულთან, ექსპერტ მამუკა არეშიძესთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელთან ბატონ შოთა მალაშხიასთან, 90-იანი წლების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან ბატონ ნემო ბურჭულაძესთან, თსუ-ის რექტორის გიორგი ხუბუას პოზიცია თვითგამორკვევის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიის როლი და სხვა სტატიები: `რას ნიშნავს ავტონომიურობის პრინციპი?” `საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხში,” `რას ელოდება საქართველო სტრასბურგის სასამართლოსგან?.”…..
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცნობილი სამართლისმცოდნეები, ისტორიკოსები, კონფლიქტოლოგები, პოლიტოლოგები.
Print

« იხ. ყველა სიახლე