2019-02-22
ტრენინგი - „როგორ დავწეროთ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგები“
ტრენინგს ატარებდა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე და სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) კურსდამთავრებული გიორგი წურწუმია.
ტრენინგზე განხილულ იქნა სწავლის შედეგების გაწერასთან დაკავშირებული საკითხები. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
« იხ. ყველა სიახლე