16 სექტემბერს თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXXIV საერთაშორისო გაფართოებული სხდომები გაიხსნა. ღონიძიება 19 სექტემბრამდე გაგრძელდება და დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით იმართება
.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ
სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები, სულ
114 მონაწილე, მათ შორის, 102 ჩვენი ქვეყნის წამყვანი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებიდან: თსუ-დან - 65, მათ შორის ი.ვეკუას გმი-ის 35 და ა.რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის 6 მეცნიერი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის 24 აკადემიური თანამშრომელი, სტუ-დან - 22, მათ შორის ნ. მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის 2 მეცნიერი და სხვადასხვა ფაკულტეტის 20 აკადემიური თანამშრომელი, სოხუმის უნივერსიტეტის 6 მეცნიერი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან (KIU) 4 მეცნიერი, ილიაუნიდან, ქუთაისის ა. წერეთელის უნივერსიტეტიდან, საქართველოს უნივერსიტეტიდან ორ-ორი მეცნიერი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტიდად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან თითო-თითო მეცნიერი, უცხოეთიდანა კი 12 მეცნიერი (4 იტალიიდან, 2 რუსეთიდან, თითო-თითო მონიწილე ავსტრიიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან და საფრანგეთიდან).