2012-06-11
ალმანახის პრეზენტაცია თსუ-ში
11 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შემეცნებითი ალმანახის “ჰეროლდის” პრეზენტაცია გაიმართა.
ალმანახის პირველ ნომერში გამოქვეყნებული სტატიები შეეხება ჰერალდიკას, ვექსილოლოგიას, ფალერისტიკას, ნუმიზმატიკას, ბონისტიკას, სფრაგისტიკას, უნიმორფოლოგიასა და ემბლემატიკას.
როგორც თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, ამ ტიპის ალმანახი საქართველოში პირველად გამოიცა. “ალმანახი მოიცავს ჰერალდიკის სფეროს მთლიანად. შემეცნებით ჟურნალში განთავსებულია ყველა საინტერესო ნიუანსი, რომელიც ამ სფეროს უკავშირდება”, - აღნიშნა რექტორმა.
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ელდერ შენგელაიას თქმით, ჟურნალის გამოცემის შემდეგ ჰერალდიკის თაობაზე ინფორმაციის მიღება ფართო საზოგადოებისთვის იქნება შესაძლებელი. “ჰერალდიკა და სახელმწიფო სიმბოლიკის შესწავლა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას”, - განახცადა ელდარ შენგელაიამ.
“ჰერალდის“ პირველი ნომრის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ალმანახის ავტორები, თსუ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სახელმწიფო და სხვადასხვა უწყებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები .
ჟურნალი წელიწადში ორჯერ გამოიცემა.

|
|
« იხ. ყველა სიახლე