2013-10-12
საერთაშორისო სტომატოლოგიური კონფერენცია „დენტალ თბილისობა 2013“
![](/data/image_db_innova/PR/stomatologebi.jpg)
თელავივის უნივერსიტეტის პედიატრიული სტომატოლოგიის პროფესორმა ბეჯამინ პერესმა კბილის ტრავმის მკურნალობაში არსებულ ახალ მიდგომებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ბავშვების უმრავლესობა კბილის ტრავმით იტანჯება და მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოვახდინოთ რეაგირება. დღეს უკვე არსებობს ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები ამ მიმართულებით და მოხარული ვარ, რომ ხდება ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის“.
„მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორები გვიზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას თანამედროვე სტომატოლოგიის შესაძლებლობებზე, რაც ვფიქრობ, ხელს შეუწყობს საქართველოში სტომატილოგიის განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას“, - განაცხადა სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, თსუ პროფესორმა მერაბ მარგველაშვილმა.
ღონისძიება სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის უწყვეტი განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
კონფერენცია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
« იხ. ყველა სიახლე