2018-05-14

ღონისძიება ექსპერიმენტულ ქიმიაში სკოლის მოსწავლეებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ლექციათა ციკლის ფარგლებში თსუ-მ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სკოლის მოსწავლეებისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უახლესი ქიმიური ხელსაწყოებით აღჭურვილ ლაბორატორიაში გამართეს ღონისძიება ექსპერიმენტულ ქიმიაში. ქიმიის დოქტორმა თინა ბუკიამ წაიკითხა საჯარო ლექცია „ქიმიის ზოგადი მიმოხილვა. მისი მნიშვნელობისა და პრაქტიკული აპლიკაციების ჩვენება“, ხოლო სტუდენტებმა გუჯა გოჯიაშვილმა და გივი კალანდიამ სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარეს სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტები.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი 26 მაისამდე გაგრძელდება და ის მოიცავს საქართველოს დამოუკიდებლობის ასწლოვან ისტორიასა და უნივერსიტეტის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების პროცესში.



Print

« იხ. ყველა სიახლე