2009-03-02
ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუს) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრთა ოფიციალური ვიზიტი
2 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუს) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და თავმჯდომარე ბატონ სვენ მიკსერი ესტუმრნენ.
`პირველ ქართულ უნივერსიტეტს ესტონეთთან ბევრი რამ აკავშირებს. ესტონეთსა და საქართველოს შორის მეგობრობაში უნივერსიტეტს გამორჩეული როლი აქვს შესრულებული. საქართველოში ტარტუს უნივერიტეტის 500-ზე მეტი კურსდამთავრებულია, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბევრი მეგობარი შესძინა სწორედ ამ უნივერსიტეტმა~ აღნიშნა თსუ-ს რექტორმა გიორგი ხუბუამ.
ტარტუსა და ტალინის უნივერსიტეტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს რამდენიმე გაცვლით პროგრამას სთავაზობს
აღსანიშნავია თსუ-ში ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე მეცნიერების კომერციალიზაციისა და ტექნოპარკების პროექტი. სამომავლოდ იგეგმება ახალი სამაგისტრო პროგრამის `ბალტიკ სტადის~ ამოქმედება. როგორც რექტორმა აღნიშნა `გარკვეული ცოდნის დეფიციტი ბალტიის ქვეყნებისა ნამდვილად არსებობს საქართველოში, სწორედ ამ პროგრამის მთავარი მიზანი იქნება ამ დეფიციტის შევსება.”
შეხვედრაზე ისაუბრეს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესსა და მიმდინარე რეფორმაზე, , სტუმრებმა რექტორს გაუზიარეს გამოცდილება პარლამენტსა და უნივერსიტეტს შორის ეფექტური თანამშრომლობის შესაძლებლობაზე. დასასრულს ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუს) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა სვენ მიკსერმა აღნიშნა: ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ვიზიტი და ასეთ უძველეს უნივერსიტეტში სტუმრობა. მოხარული ვარ, რომ შევხვდი ბატონ გია ხუბუას მივესალმები ესტონეთისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ასეთ ინტენსიური თანამშრომლობას, აგრეთვე ბატონ ხუბუს იდეას დააფუძნოს ახალი სამაგისტრო პროგრამა ბალტიისპირეთის ქვეყენების მცოდნეობაში.

« იხ. ყველა სიახლე