2014-05-19

თანაშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და მესტიის მუნიციპალიტეტს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მესტიის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 8 მაისს გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების თანახმად, თსუ და მესტიის მუნიციპალიტეტი ითანამშრომლებენ ერთობლივი კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზების მხრივ, ხელს შეუწყობენ სვანეთის სამეცნიერო ექსპედიციების განხორციელებას, სამეცნიერო შრომების, კრებულებისა და მონოგრაფიების გამოცემას, რეგიონში სამეცნიერო ცხოვრების განვითარებას.     
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები და მაგისტრანტები ერთი წელია მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს თემის ორ საჯარო სკოლაში საჯარო ლექციებს კითხულობენ. მემორანდუმის ფარგლებში მსგავსი საჯარო ლექციები მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების საჯარო სკოლებშიც გაიმართება. ამ სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები კი პირველად ჩაერთვებიან თსუ-ს მიერ ჩატარებულ საველე ექსპედიციებში.






 

 

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე