2010-06-28

EMSA TSU-ს პრეზენტაცია

28 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის წევრი საფაკულტეტო ორგანიზაცია EMSA TSU-ს პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა.  თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს ორგანიზაციის წევრებმა EMSA TSU-ს გაწევრიანებისათვის საჭირო პირობები და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის წევრობის უპირატესობები გააცნეს.

 პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ გახსნა.

„ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციაში თსუ–ს მედიცინის ფაკულტეტის გაწევრიანება იმის მაჩვენებელია, რომ სწავლის თავისებურებისა და ცოდნის დონის მიხედვით ჩვენი სტუდენტები პასუხობენ ევროპულ სტანდარტებს. შემოდგომაზე თსუ–ის მედიცინის ფაკულტეტზე დაინერგება პროგრამა, რომელიც ევროპის 9 უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტებზე წარმატებით ხორციელდება, რაც ჩვენს სტუდენტებს შემდგომი განვითარების საშუალებას მისცემს,“ – აღნიშნა თსუ–ს რექტორმა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე