2016-04-16
მოძრაობა ,,აუდიტორია115"–ის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
ვლადიმერ პაპავა შეხვდა. რექტორი გაეცნო სტუდენტების მოთხოვნებს. მისი თქმით, კორპუსის პიკეტირებით სასწავლო პროცესი შეფერხდა, რასაც არ მიესალმება, თუმცა თვლის, რომ სტუდენტებთან დიალოგი აუცილებელია. მისი სიტყვებით,
„სტუდენტებს ჩვენი მოქალაქეები არიან და მათ აქვთ უფლება თავისი პოზიცია გამოხატონ. განათლების სფერო მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის რომ კორპუსი დაიკეტა და სასწავლო პროცესი არ ტარდება, სხვა სტუდენტებს ეშლება ხელი მე ეს არ მომწონს, როგორც რექტორს, როგორც პროფესორს. ამიტომ ეხლა შემხვედრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი იმ ადამიანების მიერ, ვისაც ეს ეხება“.
როგორც რექტორმა აღნიშნა, შეეცდება შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს მთავრობას. „მე შევეცდები მთავრობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჰქონდეთ შესაბამისი რეაქცია. თუ პრემიერ-მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გამოეხმაუროს სტუდენტებს, ფორმას თავად შეარჩევს. ერთ-ერთი ფორმაა განცხადების გაკეთება, აგრეთვე სტუდენტებთან მოსვლა, მაგრამ ვფიქრობ, მას ეს გასაკეთებელი აქვს.“-განაცხადა ვლდიმერ პაპავამ.
16 აპრილს დილიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირება მოხდა. აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებმა სასწავლო შენობა მოთხოვნების საფუძველზე დაიკავეს. აქციის მონაწილეები განათლების რეფორმას, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
14.00 საათისთვის აქციის მონაწილეებმა თსუ პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს. ისინი განათლების სისტემის სრულ რეფორმირებას, სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას, რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის ახალი წესის შემუშავებასა და ოდეერების მიერ უნივერსიტეტის დატოვებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნებით მათ საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს მიმართეს. აქციის მონაწილეები გარკვეული პერიოდის შემდეგ კანცელარიისკენ გაემართნენ.

« იხ. ყველა სიახლე