ბეჭდვა |/ დახურვა
 
2009-12-03

ფერეიდნელი ქართველები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ

3 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფერეიდნელი ქართველების 20 კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა. შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, ბატონი იულონ გაგოშიძე და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა ესწრებოდნენ. საუბარი ძირითადად კულტურულ-საგანმანათლებლო საკითხს  შეეეხო. შეხვედრაზე თსუ-ის რექტორი გიორგი ხუბუა გაცვლითი პროგრამის ინიციატივით გამოვიდა. ფერეიდნელი ქართველები საქართველოში 7 დეკემბრამდე დარჩებიან.

Print

« იხ. ყველა სიახლე