2012-03-15

ვაჟა ოკუჯავას კაბინეტის გახსნა

14 მარტს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას სახელობის აუდიტორია გაიხსნება. აუდიტორია აკადემიკოსის კაბინეტის ბაზაზე გაიხსნება, რომელშიც თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ლექციები ჩაუტარდებათ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა ოკუჯავა 1980 წლის 12 მარტს დაინიშნა თსუ-ის რექტორად.  ამ პერიოდში აღინიშნა სამეცნიერო-კვლევითი  მუშაობის მნიშვნელოვანი გაფართოება ფაკულტეტებსა და კათედრებზე,  ბევრი ახალი ლაბორატორიის შექმნა და ამუშავება. აკადემიკოსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 1985 წლამდე მუშაობდა.
მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 13 , თსუ მე-11 (ყოფ. ბიოლოგების) კორპუსი

Print

« იხ. ყველა სიახლე