2016-09-21

თსუ დოქტორანტების წარმატება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო საგრანტო კონკურსში კვლავ თსუ დოქტორანტები ლიდერობენ.

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების 2016 წლის საგრანტო კონკურსზე 231 საპროექტო განაცხადი დარეგისტრირდა, რომლიდანაც 61 მოიხსნა. დარჩენილი 170 პროექტიდან დაფინანსდა 76. დაფინანსებული პროექტებიდან 29 (38%) თსუ დოქტორანტებს ეკუთვნის.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 29 დოქტორანტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაუნიშნავს სტიპენდიას, დაუფინანსებს სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯებს, საზღვარგარეთ სტაჟირებას ან კონფერენციაზე გამგზავრებას და მონაწილეობას.



Print

« იხ. ყველა სიახლე