2011-02-10
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის სამიტი საქართველოში
![](/data/image_db_innova/PR/IMG_4208.jpg)
„მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ასეთი აქტიური და წარმატებულები არიან. მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი მომავალი თაობა მუდამ იყოს ჯანსაღი გარემოს სრულუფლებიანი წევრი, შეიძინოს მაღალი ხარისხის ცოდნა, გაიზიაროს თანატოლების გამოცდილება და გაეცნოს სხვა მრავალ საინტერესო კულტურას“, – აღნიშნა რექტორმა.
სამიტის მიზანია საერთაშორისო ქსელის გარშემო მიმდინარე პროცესებისა და პრობლემების გაანალიზება, ქართველი სტუდენტებისა და ახალგაზრდების დაახლოვება ევროპელ კოლეგებთან და კულტურული მრავალფეროვნების გაცვლა. შეხვედრის ფარგლებში ელსას წევრები ასოციაციის განვითარების ყოველწლიურ გეგმას შეიმუშავებენ.
„ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია მსოფლიოში უდიდესი, დამოუკიდებელი იურისტ სტუდენტთა გაერთიანებაა. დღევანდელი ღონისძიება იძლევა არაჩვეულებრივ შესაძლებლობას რაც შეიძლება მეტ უცხოელ სტუდენტს გავაცნოთ საქართველოს მდიდარი კულტურა, უძველესი ტრადიციები, ულამაზესი ბუნება და ქვეყნის სამართლებრივი სისტემა. სწორედ ამ მიზნით პრეზიდენტების საერთაშორისო შეხვედრის თითოეული დღე დატვირთული იქნება სამუშაო ჯგუფებით, აკადემიური და სოციალური პროგრამებით, რათა მონაწილეებს ჰქონდეთ საშუალება გაიცნონ და შეიგრძნონ საქართველო“, – განაცხადა ელსა საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი სამხარაძემ.
![](/data/image_db_innova/PR/IMG_4219.jpg)
„ელსა საქართველო“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შეიქმნა. 2009 წლის 27 ოქტომბერს, ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს რიგით 56-ე შეხვედრაზე, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო საერთაშორისო ასოციაციის სრულ წევრად იქნა მიღებული.
« იხ. ყველა სიახლე