2010-02-25
ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ამ დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში მდებარე წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში ოკუპაციის მსხვერპლთა და რეპრესირებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის ფოიეში დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) ისტორიის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა, დათვალიერების მსურველთათვის გამოფენა კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს.
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სტუდენტებმა ივანე ჯავახიშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. სტუდენტურმა ანსამბლმა იოსებ გრიშაშვილის ლექსზე “სიზმრად ვნახე საქართველო” შექმნილი სიმღერაც შეასრულა. 1921 წლის 23 თებერვალს უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტობას ივანე ჯავახიშვილმა სიტყვით მიმართა: “შვილებო, ჩემი მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ”.

საბჭოთა ოკუპაციის დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები გამართეს. ქალაქ ბათუმში ოკუპაციის 89 წლისთავს სტუდენტებმა ანექსიის თემაზე კონფერენცია მიუძღვნეს, ხოლო გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში ოკუპანტების წინააღმდეგ სტუდენტური აქცია მოაწყვეს. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მრგვალი მაგიდა მიეძღვნა ქალაქ გორში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დისკუსია გამართეს თემაზე “საბჭოთა ოკუპაცია – მიზეზები, შედეგები, გაკვეთილები”. დღის ბოლოს ქართველი ახალგაზრდები ანთებული ჩირაღდნებით კოჯრის მემორიალთან შეიკრიბნენ და საბჭოთა ოკუპაცია მდუმარე აქციით აღნიშნეს.
საქართველოს პირველი, დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია 1921 წლის 25 თებერვალს განხორციელდა. ამ დღეს მე-11 წითელი არმიის ნაწილები თბილისში შემოვიდნენ და მოხალისეთა რაზმებსა და ქართველ იუნკერებს სასტიკად გაუსწორდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე