2010-08-05

"ერისხმა- 2010" ბათუმში

შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საზეიმოვითარებაში დაიხურა ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური ფესტივალი "ერისხმა".ფესტივალის ბოლო დღეს ტეატრალური უნივერსიტეტის, საქარტველლოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს კონცერტი. ბათუმის მერიამ ფესტივალის ორგანიზატორები სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა, ხოლო თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის თანამსრომელს, კომპოზიტორს, ფესტივალის ჰიმნის "ერის ხმის" ავტორს ლილიკო ნემსაძეს კი სამადლობელი სიგელი გადაეცა. ფესტივალი საზეიმო ვითარებასი ფეერვერკებით დასრულდა.

"ერისხმის" ინიციატორი და ორგანიზატორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობაა. ფესტივალი წელს მეორედ ჩატარდა. მისი მიზანია ახალგაზრდებში ქართული ფოლკლორისა და კულტურის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და ხელოვნების სხვადასხვა დარგში ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა.  ფესტივალის თანაორგანიზატორ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად მასში მთელი საქართველოდან 21 უნივერსიტეტის 700 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის პარტნიორები ყველა აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობებია. ფეტივალი 2, 3 და 4 აგვისტოს მიმდინარეობდა.

ფესტივალის პარტნიორია ქალაქ თბილისისა და ბათუმის მერიები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა.
Print

« იხ. ყველა სიახლე