2012-02-28
შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის საჯარო ლექცია
![](/data/image_db_innova/dimadama.jpg)
საჯარო ლექციის დაწყებამდე დელეგაციის წევრები თსუ-ის რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდნენ და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრი ჩამოყალიბებულია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების მიერ და მისი მიზანი შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის განვითარების სამეცნიერო მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი საკითხების გენერირება, თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების გამოვლენა და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებაა.
« იხ. ყველა სიახლე