2012-02-28
შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის საჯარო ლექცია
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) დელეგაცია ეწვია.
ICBSS-ის გენერალურმა დირექტორმა ზეფი დიმადამამ სტუდენტებს შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. შავი ზღვის რეგიონში ახალი გამოწვევების შესახებ ისაუბრა შეხვედრაზე ICBSS-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით კერესელიძემ.საჯარო ლექციის დაწყებამდე დელეგაციის წევრები თსუ-ის რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდნენ და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრი ჩამოყალიბებულია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების მიერ და მისი მიზანი შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის განვითარების სამეცნიერო მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი საკითხების გენერირება, თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების გამოვლენა და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებაა.
« იხ. ყველა სიახლე