2014-05-19

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე ცესკოს შემაჯამებელი განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის 16 მაისის არჩევნები დასრულდა. ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის მონაცემებით 141 კანდიდადიტან აირჩა 120 დელეგატი.  
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ცესკო-ს თავმჯდომარის დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით, „თსუ 20 ათასი სტუდენტიდან არჩევნებში 5 ათასზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. რაც ამომრჩევლის 25 პროცენტია. თვითმმართველობის არჩევნების დებულების თანახმად, არჩევნები შემდგარად ითვლება, თუ კენჭისყრაში ამომრჩეველთა 10 პროცენტი მიიღებს  მონაწილეობას. არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შემოსულა. საარჩევნო პროცესს 4 არასამთავრობო ორგანიზაცია და რამდენიმე დამოუკიდებელი დამკვირვებელი აკვირდებოდა.“
ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება საერთო კრება, რომელზეც 120 დელეგატი დაასახელებს თვითმმართველობის პრეზიდენტს, აირჩევს ცენტრალურ წარმომადგენლობით ორგანოს, შექმნის ორ კომისიას, რომელიც იმუშავებს თვითმმართველობის წესდების და თვითმმართველობის არჩევნების დებულების ახალ რედაქციებზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე