ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-11-11

კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციის მიზანია ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება. ღონისძიებაში 130-მდე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერ-ეკონომისტმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 10-მდე სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.
 
თბილისის მერის, თსუ პროფესორის  დავით ნარმანიას განცხადებით, „კონფერენციაზე განიხილება მიმდინარე ეკონომიკური საკითხები, გლობალური ეკონომიკის გამოწვევები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური როლი მსოფლიოში, ეკონომიკის განვითარების ძირითადი ტენდეციები.  კონფერენცია პრაქტიკულად მოიცავს ყველა იმ  საკითხს  რაც კი აქტუალურია ეკონომიკაში ბოლო პერიოდში.’’

,,საქართველო თავისი ეკონომიკური პოტენციალით, ტერიტორიით  მცირე ქვეყანაა, ამიტომ  საქართველოს პოლიტიკა უნდა წარიმართოს იმ კუთხით, რომ თავისი ადგილი ნახოს იმ გლობალურ ეკონომიკურ მასშტაბებში, რაც არც თუ ისე მარტივია’’, - აღნიშნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა თეიმურაზ ბერიძემ.

კონფერენციაზე, რომელიც 12 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, ქართველი და უცხოელი პროფესორების მოხსენებები იქნება წარმოდგენილი.

Print

« იხ. ყველა სიახლე