2012-10-26
26 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიტანეთის შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის პროფესორის
მარკ დოელისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა.
შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი მარკ დოელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 2005 წლიდან თანამშრომლობს. ამ წელს თსუ სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებამ პირველად მოიპოვა ევროკომისიის ტემპუს/ტასისის 3 წლიანი გრანტი (”სოციალური მუშაობის განათლების დაფუძნება საქართველოში” - ESWEG). პროექტის აკადემიური ხელმძღვანელი იყო პროფ. მარკ დოელი.
თსუ-სა და შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტებს შორის დადებული ხელშეკრულების (2010 წ.) თანახმად, თსუ სოციალური მუშაობის მაგისტრატურის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, თსუ სოციალური მუშაობის
მაგისტრის ხარისხის პარალელურად მოიპოვოს შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის სოციალური ზრუნვის მაგისტრის ხარისხი.
მარკ დოელის ძალისხმევით დაარსდა ინგლისურენოვანი, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი - ”
სოციალური მუშაობა და სოციალური პოლიტიკა გარდამავალ პერიოდში”, რომელიც ამ პროფილის და სტატუსის ერთადერთი ჟურნალია საქართველოში სოციალური მეცნიერებების სფეროში.
მარკ დოელი არის საქართველოში ახალი დარგის - სოციალური მუშაობის ფუძემდებელი. სოციალური მუშაკის პროფესია დღეს საქართველოს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამების ერთ-ერთი საყრდენი ინსტრუმენტია. თსუ საქართველოში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც კვალიფიციური სოციალური მუშაკების გამოშვებას უზრუნველყოფს.
« იხ. ყველა სიახლე